ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, არიან დაღუპულები
ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, მაშველებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო სამი შენობის ნანგრევებში დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის არიან 43 წლის ქალი, 22 წლის კაცი და 16 წლის მოზარდი. კიდევ ერთი ადამიანი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხია მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.