ოდესის პორტში ნატო-ს შემადგენლობის ექვსი ხომალდი იმყოფება. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში დაგეგმილ PASSEX-ის ტიპის წვრთნებში ჩაერთვებიან.
შეხვედრა უკვე შედგა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებსა და ნატო-ს დელეგაციას შორის.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და ნატო-ს შორის, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონში, უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.