ოდესაზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა
რუსი სამხედროების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. თავდასხმის ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.