ოდესაზე გასულ ღამეს განხორციელებული იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა
ოდესაზე ღამით რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. საოლქო პროკურატურის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 13 ადამიანი. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია – ოთხი წლის და 16 წლის.
საქალაქო საბჭოს ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, კერძო სექტორი, ადმინისტრაციული დაწესებულებები და სატრანსპორტო საშუალებები. მთლიანად დამწვარია, სულ მცირე, ათი ავტომობილი.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 51 დრონიდან 32 ჩამოაგდო. სამხედროების ცნობით, იერიშის ეპიცენტრი ოდესის ოლქი იყო. საჰაერო თავდაცვა ასევე მუშაობდა ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვის, დონეცკისა და სხვა ოლქებში.