ოდესასთან შავ ზღვაში ტანკერის ავარიის ადგილას წყალში ნავთობპროდუქტების შემცველობის ნორმამ 90-ჯერ მოიმატა
ოდესასთან შავ ზღვაში ტანკერის ავარიის ადგილას წყალში ნავთობპროდუქტების შემცველობის ნორმამ 90-ჯერ მოიმატა. ამის შესახებ უკრაინული მედია ყირიმი-შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფო ეკოინსპექციის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული შედეგი სანაპირო „დელფინის“ რეგიონში წყლის ხელმეორედ შესწავლის შემდეგ მიიღეს.
მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი სახელად „დელფი“ 22 ნოემბერს ოდესასთან ახლოს ძლიერი შტორმის გამო მეშეშზე შეჯდა. ამ დროს ბორტზე სულ მცირე 15 მეზღვაური იმყოფებოდა. თავდაპირველად მეზღვაურები გემის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი ევაკუაცია განხორციელდა.