ოდესაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი პოლიციელი დაიჭრა
ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი პოლიციელი დაიჭრა ოდესის ცენტრში ორმხირივი სროლის შედეგად.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიცია ხულიგნობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ოპერაციას ატარებდა, რა დროსაც სამართლამდაცველებს ცეცხლი გაუხსნეს.