ობიექტებს, სადაც მხოლოდ უცხოენოვანი წარწერებია, ქართული აბრის გასაკეთებლად ვადა აპრილამდე მიეცემათ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ობიექტებს, სადაც მხოლოდ უცხოენოვანი წარწერებია, ქართული აბრის გასაკეთებლად ვადა აპრილამდე მიეცემათ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თმით, პარლამენტში აგზავნიან კანონპროექტს, რომელიც ქართული ანბანის არგამოყენებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.
„ვიყავით კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც არსებობს ეს პრობლემა, არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება.
ეს კატეგორიულად მიუღებელია და ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვ, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა და ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება.
პარალელურად შეგვაქვს ცვლილებები, ამჟამინდელი ჯარიმები ფიზიკური პირისთვის 200, იურიდიულისთვის 300 გაიზარდოს და ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით.
ეს არის ის მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრგიდეს. ქართულ ანბანს ყველამ უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.