გერმანულ ქალაქ ობერჰოფში მსოფლიო თასის მეხუთე ეტაპი დაიწყო. პირველ დღეს ორი რბოლა გაიმართა – სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე და სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე.
კაცებში ასპარეზობა ნორვეგიელთა სრული დომინაციით წარიმართა და საბოოლოდ სამივე საპრიზო ადგილიც მათ ანგარიშზეა. რბოლაში პირველობა არავის დაუთმო იოჰანეს ბომ, მეორე ადგილზე მისი ძმა ტარე ბო გავიდა, მესამე ადგილი კი სტურლა ლევრეიდმა დაიკავა.
ქალების სპრინტიც ნორვეგიელის გამარჯვებით დასრულდა, პირველი ადგილი ტირილ ეკჰოფმა დაიკავა, მეორე ადგილზე შვედი ჰანა ორბერგი, ხოლო მესამე ადგილზე ავსტრიის წარმომადგენელი ლიზა ჰაუსერი გავიდა.
მსოფლიო თასის მეხუთე ეტაპზე ობერჰოფში დღეს რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით 10კმ-ზე ქალებში გაიმართება.