ობერჰოფში რბოლა გამოდევნებით კაცებში ლეგრეიდმა, ქალებში კი ეკჰოფმა მოიგო
ობერჰოფში რბოლა გამოდევნებით კაცებში ლეგრეიდმა, ქალებში კი ეკჰოფმა მოიგო

გერმანულ ქალაქ ობერჰოფში ბიატლონში მსოფლიო თასის მეხუთე ეტაპზე რბოლა გამოდევნებით მამაკაცებს შორის 12.5 კმ-ზე და ქალთა შორის 10კმ-ზე გაიმართა.

კაცების ორთაბრძოლა კვლავ ნორვეგიელთა დომინაციით წარიმართა და საბოოლოდ სამივე საპრიზო ადგილიც მათ ანგარიშზეა. რბოლაში პირველობა არავის დაუთმო სტურლა ლევრეიდმა, მეორე ადგილზე იოჰანეს დალე გავიდა, მესამე ადგილი კი ტარე ბომ დაიკავა.

რბოლა გამოდევნებით ქალებში 10 კმ-ზე ნორვეგიელმა ტირილ ეკჰოფმა მოიგო, მეორე ადგილზე მისი თანამემამულე მარტა როისელანდი გავიდა, მესამე ადგილი კი ავსტრიელმა ლიზა ჰაუსერმა დაიკავა.

მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას კაცებში 522 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 509 ქულით ასევე ნორვეგიელი მარტა როისელანდი იკავებს.