ობერჰოფში მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს - ბიატლონი
ობერჰოფში მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს - ბიატლონი

გერმანულ ქალაქ ობერჰოფში მსოფლიო თასის 2019/2020 წლების სეზონის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს, სადაც უკვე ორი რბოლა გაიმართა.

ქალების სპრინტი 7.5კმ-ზე ნორვეგიელმა მარტა ოლსბუ-როსელანდმა მოიგო, მეორე ადგილი გერმანელმა დენის ჰერმანმა დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი ფრანგმა ჯულია სიმონმა მოიპოვა. ქალების საერთო ჩათვლას იტალიელი დოროტეა ვირერი 347 ქულით ლიდერობს.

კაცების სპრინტი 10 კმ-ზე ფრანგმა მარტენ ფურკადმა მოიგო, ვერცხლის მედალი ასევე ფრანგმა ემილიენ ჯაკლინმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი გერმანელი იოჰანეს კუნი გავიდა. კაცების საერთო ჩათვლას ამ დროისათვის ნორვეგიელი იოჰანეს ბო 374 ქულით ლიდერობს. დღეს მსოფლიო თასზე ორი ესტაფეტა – ქალებში და მამაკაცებში გაიმართება.