გერმანულ ქალაქ ობერჰოფში ბიატლონში მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპის დასკვნითი რბოლები გაიმართა. მას-სტარტი ქალებში 12კმ-ზე ფინელმა კაისა მაკარაინენმა მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ტირილ ენკოფი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი მარტა რესოლანდმა მოიპოვა.
მამაკაცებში მას-სტარტი 15კმ-ზე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ფრანგი მარტან ფურკადის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე გერმანელი არნდ ფაიფერი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი სიმონ დესტიემ მოიპოვა.
ოთხი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლას მამაკაცებში ფრანგი მარტენ ფურკადი 387 ქულით, ხოლო ქალებში იტალიელი დოროტეა ვირერი 390 ქულით ლიდერობენ.
მსოფლიო თასის მეხუთე ეტაპი 15-19 იანვარის რუპოლდინგში (გერმანია) გაიმართება.