ობერჰოფში გამართული სპრინტი ვიტოციმ მოიგო | ბიატლონი
ობერჰოფში გამართული სპრინტი ვიტოციმ მოიგო | ბიატლონი

გერმანულ ქალაქ ობერჰოფში, დღეს, ბიატლონში მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპი დაიწყო.

პირველი რბოლა სპრინტი ქალებში 7.5 კმ. დისტანციაზე გაიმართა, რომელიც იტალიელმა ლიზა ვიტოციმ მოიგო, მეორე ადგილზე ფრანგი ბიატლონისტი შევალიე გავიდა, მესამე კი შვედი ოლბერგი იყო.

ხვალ, ობერჰოფში სპრინტი კაცებში 10 კმ. დისტანციაზე გაიმართება.