გერმანულ ქალაქ ობერჰოფში, მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპის დასკვნით, ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე გაიმართა, რომელიც რუსეთის ნაკრებმა მოიგო.
მეორეზე გერმანელი ქალები გავიდნენ, მესამე ადგილი კი ჩეხეთის ნაკრებმა დაიკავა. შეგახსენებთ,რომ დღესვე გაიმართება ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე და ამით მსოფლიო თასის ობერჰოფის მეოთხე ეტაპის რბოლები დასრულდება.