NYT - დონალდ ტრამპის ადვოკატის კომპანიამ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ფირმისგან 500 000 დოლარი მიიღო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატის კომპანიამ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ფირმისგან 500 000 დოლარი მიიღო. ინფორმაციას New York Times ავრცელებს. საუბარია აშშ-ის პირადი ადვოკატის კომპანია “Essential Consultants LLC”-ზე, რომელსაც 2017 წელს ნახევარი მილიონი დოლარი გადაურიცხეს რუს ოლიგარქ ვიქტორ ვეკელსბერგთან დაკავშირებული ფირმა Columbus Nova-დან.
Columbus Nova-ში განმარტეს, რომ ეს ფული საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ მიიღეს.
ასევე New York Times-ი წერს, რომ ტრამპის პირადი ადვოკატის კომპანიამ 2016 წელს 200 000 დოლარი მიიღო კომპანია AT&T-ისგან. ეს კომპანია ტრამპის ადმინისტრაციისგან Time Warner-ის შესაძენად თანხმობას ითხოვდა.
AT&T -ში ფაქტი დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ მაიკლ კოენის კომპანია მათ სასარგებლოდ არ ლობირებდა.
ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ყოფილმა პორნოვარსკვლავმა სტორმი დენიელსმა ის 130 000 დოლარის გადახდაში ამხილა.
როგორც დენიელსი ამტკიცებს, ეს ფული მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ინტიმური კავშირის შესახებ ინფორმაციის გაუვრცელებლობის პირობით მიიღო.
პორნოვარსკვლავი ამტკიცებს, რომ 2006 წელს მას სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ტრამპთან, რასაც თავად პრეზიდენტი უარყოფს.