აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო ზარებს რუსი და ჩინელი ჯაშუშები უსმენენ. ამის შესახებ გამოცემა NY Times წერს, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშებს ეყრდნობა.
გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტის საუბრის მოსმენა დონალდ ტრამპის პირადი ტელეფონით განხორციელებული ზარების საშუალებით ხდება შესაძლებელი. დაზვერვის სამსახურმა ამის თაობაზე პრეზიდენტი არაერთხელ გააფრთხილა.
დონალდ ტრამპს ნაწილობრივ დაცული ხაზის ორი მობილური ტელეფონი აქვს, რომლითაც მას ზარების განხორციელება შეუძლია. თუმცა, პრეზიდენტი უპირატესობას მის მესამე, პირად მობილურ ტელეფონს ანიჭებს, როდესაც მეგობრებთან ან მრჩევლებთან საუბარი სურს. ამით კი, უცხოელი ჯაშუშები სარგებლობენ.