ნურსულთან ნაზარბაევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მიულოცა.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, ნურსულთან ნაზარბაევმა ზურაბიშვილს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.
„არჩევნებში თქვენი გამარჯვება ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერის და ნდობის ნათელი მტკიცებულება გახდა, ასევე თქვენთან დაკავშირებული იმედის, რაც ახალ მიღწევებს და საქართველოს შემდგომ აყვავებას გულისხმობს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივსარგებლიანი თანამშრომლობა, დაფუძნებული ტრადიციულ მეგობრობაზე და ურთიერთგაგებაზე, მომავალშიც წარმატებით განვითარდება, რაც ჩვენი ერების ინტერესებშია“, – ნათქვამია ნაზარბაევის მისალოცში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა და საპასუხიმგებლო თანამდებობაზე წარმატებები, მეგობარ ქართველ ხალხს კი, მშვიდობა და აყვავება უსურვა.