ნუკრი ქანთარია - ირმა ინაშვილმა უნდა დააკონკრეტოს, რას გულისხმობს რევოლუციაში
იარაღით აპირებს მოსვლას, თუ რით, უნდა დააკონკრეტოს, რას გულისხმობს რევოლუციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„გულისხმობს, რევოლუციას ტვინით? ეს სხვა საქმეა და ეცადოს, რომ ამომრჩეველი თავის მხარეზე დააყენოს და თუ სხვა განზრახვა აქვს, ამას ყავლი გაუვიდა. რევოლუციის სახით რაც გვინახავს, დარწმუნებული ვარ, ვეღარ ვნახავთ და არ უნდა ვნახოთ, რადგან საქართველოსთვის მწარე გაკვეთილი იყო. არც ერთი ოჯახი არ მინდა, ამის მონაწილე იყოს. პოლიტიკოსებისგან გასაგებია, ამას ვიზამ, იმას ვიზამ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ირმა ინაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნება“ თუ გაბედავს და არჩევნებში დაიწერს 60 პროცენტს, ხოლო სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფებს მისცემს 20 პროცენტს, მიიღებს ნამდვილ რევოლუციას“.