ნუკრი ქანთარია - აუცილებელია, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ აუცილებელია, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ქანთარიამ განუცხადა, გამოყოფის შემთხვევაში უფრო მეტი თავისუფლება მიხეილ ბატიაშვილს ექნება.
„ამ ადამიანმა განათლების სფეროში ძალიან ბევრი გარღვევა გააკეთა. ვფიქრობ, რომ კულტურასა და სპორტსაც მეტი გასაქანი ექნება. მიწებება ყოველთვის ხელოვნურია და კარგია, რომ ეს დღეს ყველამ დაინახა, ადრე ამაში რამდენიმე ადამიანი მეთანხმებოდა. იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში გაკვრით იყო საუბარი. დიდი მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ საკითხს მოწინააღმდეგეები არ ჰყოლია“, – განაცხადა ქანთარიამ.
პარლამენტში განათლებისა და ჯანდაცვის მონისტრობის კანდიდატებს უსმენენ.