ნუგზარ წიკლაური - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პაატა ბურჭულაძისთვის „ნაცმოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრობა მისაღებია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე შესაძლოა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი იყოს.
მისი განცხადებით, აღნიშნული წინადადება თავად ბურჭულაძისთვისაც მისაღებია.
„სიის ფორმირება ახლა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს. ვფიქრობ, დიდი დრო არ დარჩა იქამდე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს“.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, უკვე დიდიხანია მასთან საუბარი მიმდინარეობს. ჩვენთვის მისასალმებელი იქნება, თუ ისეთი ადამიანები, რომლებმაც საქართველოს სახელის პოპულარიზაცია შეძლეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქნებიან.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს წინადადება, რომ იგი შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ სიის წევრი იყოს, თავად პაატა ბურჭულაძისთვისაც მისაღებია და ის ოქტომბერში ჩვენს საერთო ბრძოლას შეუერთდება,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.