ნუგზარ წიკლაური - ქართული დემოკრატიული საზოგადოება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“
ქართული დემოკრატიული საზოგადოება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორი იქნება ზეწოლის ფორმები, უმჯობესია ეს თავად პარტნიორმა ქვეყნებმა გადაწყვიტონ.
„ფალსიფიცირებული არჩევნების შემდეგ, ქართველმა ხალხმა დაკარგა არჩევნების მიმართ რწმენა, რაც არაერთგზის იქნა დადასტურებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ამიტომ ახლა ჩვენ ყველა, ქართული დემოკრატიული საზოგადოება ველოდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო მტკიცე და პრინციპულ პოზიციას, მეტ ზეწოლას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, რათა საქართველოში შეიქმნას შესაბამისი დემოკრატიული პირობები შემდგომი არჩევნებისათვის და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის. როგორი იქნება ამ ზეწოლის ფორმები, მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, ეს თვითონ გადაწყვიტონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც უკვე მრავალი წელია, ეხმარებიან საქართველოს მყარი და მდგარდი დემოკრატიიის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.