ნუგზარ წიკლაური - მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის შესაძლებლობა
ნუგზარ წიკლაური - მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის შესაძლებლობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, აუცილებელია, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროდან გათავისუფლდნენ.

მისივე თქმით, საქარველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის შესაძლებლობა. 

როგორც ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, მხოლოდ სანახევრო ნაბიჯების გადადგმით კრიზისი ვერ განიმუხტება.

„რა თქმა უნდა, ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. მეტსაც გეტყვით, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საქართველოში დაბრუნებისა და პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი არის გაბედული ნაბიჯები და ჩვენ, ყველამ ერთად ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სანახევრო ნაბიჯებით არაფერი არ გამოვა, არამედ ისევ დარჩება პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.