ნუგზარ წიკლაური - არ მაქვს ინფორმაცია, რა შეხვედრები აქვს ბადრი ჯაფარიძეს, ზოგადად, „პატრიოტთა ალიანსზე“ მაქვს მკაფიო წარმოდგენა, რომ მას ქვეყნისთვის არაფერი სასიკეთოს შეთავაზება არ შეუძლია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ირმა ინაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჯაფარიძე სხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს და არ აქვს ინფორმაცია, რა შეხვედრებს მართავს ის.
წიკლაურის თქმით, ზოგადად, „პატრიოტთა ალიანსზე“ აქვს მკაფიო წარმოდგენა და მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართული პოლიტიკისთვის და ქვეყნისთვის არაფერი სასიკეთოს შეთავაზება არ შეუძლია.
„ბადრი ჯაფარიძე არის სხვა პოლიტიკური პარტია, რა შეხვედრები აქვს ბადრი ჯაფარიძეს, ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ზოგადად, „პატრიოტთა ალიანსზე“ მაქვს სრულიად მკაფიო წარმოდგენა და მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართული პოლიტიკისთვის და ქვეყნისთვის არაფერი სასიკეთოს შეთავაზება არ შეუძლია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, ვის ხვდება ბადრი ჯაფარიძე“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ირმა ინაშვილთან შეხვედრისას ძირითადად ისაუბრეს, როგორ შეუწყვიტა პარლამენტმა ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება.
მისივე თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს პრაქტიკა, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს შორის კომუნიკაცია არ უნდა იყოს.