ნუგზარ წიკლაური - აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე სააკაშვილის საკითხი
ჩემი პოზიცია იყო, მოგვეცადა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა და შემდეგ მშვიდ ვითარებაში ჩაგვეტარებინა ნებისმიერი შიდაპარტიული არჩევნები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე სააკაშვილის საკითხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რადგან ასე მოხდა, პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.
„უპასუხისმგებლო იყო ის ნაბიჯები, ის ფორსირება, რომელიც დაიწყო ჩვენი მეგობრების ერთმა ჯგუფმა მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და სიცოცხლის საკითხი არ იყო გადაწყვეტილი. ჩემი პოზიცია იყო, რომ მოგვეცადა, ვიდრე ეს საკითხი გადაწყდებოდა და შემდეგ მშვიდ ვითარებაში ჩაგვეტარებინა ნებისმიერი შიდაპარტიული არჩევნები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეს შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი. სხვა გამოსავალი არ იყო იმ მოთხოვნების შემდეგ, რაც მათ დააყენეს ზურგს უკან პროცესების ფორსირებით. რადგან ასე მოხდა, პოლიტიკური საბჭო გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი წესით ჩატარდეს არჩევნები. მალე, ოღონდ არა ნაჩქარევად, მივიღებთ თარიღის შესახებაც გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.