„ნუ მოკლავ - აღასრულე სამართალი" - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს
„ნუ მოკლავ - აღასრულე სამართალი" - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

„ნუ მოკლავ – აღასრულე სამართალი” – ამ ლოზუნგით საქალაქო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მოზარდებთან ერთად აქციის ორგანიზატორია.

საპროტესტო აქცია არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომის პარალელურად მიმდინარეობს.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება არ არის სრულყოფილი. მისი განცხადებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მისცენ კონფლიქტში მონაწილე სხვა მოზარდებიც. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეგავლენას ახდენს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

ფოტო – დავით ბანცაძე