ნოვე-მესტოში სპრინტი მამაკაცებში ფილონ მაიემ მოიგო | ბიატლონი #1TVSPORT
ჩეხეთის ქალაქ ნოვე-მესტოში, მსოფლიო თასის მეცხრე ეტაპზე სპრინტი მამაკაცთა შორის გაიმართა.
რბოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, ფრანგ ბიატლონისტ ქვენტინ ფილონ მაიეს გამარჯვებით დასრულდა. მაიემ მეორე ადგილი დაიკავა და მას მხოლოდ თერთმეტი წამით ჩამორჩა ნორვეგიელი ტარე ბო. მესამე ადგილზე კი იტალიელი ლუკას ჰოფერი გავიდა.
მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას მამაკაცებში ნორვეგიელი იოჰანეს ბო 987 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში 923 ქულით ასევე ნორვეგიელი ტირილ ენკოფი.
დღეს ნოვე-მესტოში სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე გაიმართება.