ნოშრევან ნამორაძე - მთავრობის, ქალაქის მერიის ჯანსაღი მიდგომისა და კერძო სექტორისთვის ხელშეწყობის გარეშე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის განვითარება ვერ მოხერხდებოდა
ამ პროექტის განვითარება ვერ მოხერხდებოდა, რომ არა ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და ქალაქის მერიის სწორი, ჯანსაღი მიდგომა, ხელშეწყობა კერძო სექტორისა და ბიზნესის მიმართ. ამიტომ, დიდ მადლობას გიხდით, ბატონო პრემიერო, თქვენ და თქვენს გუნდს, – ამის შესახებ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ განაცხადა.
ბიზნესმენმა ასევე მადლობა გადაუხადა თბილისის მერს.
„ვერ მოხერხდებოდა ამ პროექტის განვითარება, რომ არა ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და ქალაქის მერიის სწორი, ჯანსაღი მიდგომა, ასევე, ხელშეწყობა კერძო სექტორისა და ბიზნესის მიმართ. სწორედ ამიტომ, დიდ მადლობას გიხდით, ბატონო პრემიერო, თქვენ, თქვენს გუნდს, თბილისის მერს მის გუნდთან ერთად შექმნილი თავისუფალი გარემოსთვის“, – განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მიერ 2010 წელს დაარსდა.