ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში 180 000 რუსი სამხედრო და 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, ეირიკ კრისტოფერსენის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში 180 000 რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა.
ნორვეგიულ ტელეკომპანია „ტევე 2“-თან ინტერვიუში ნორვეგიის არმიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ომში 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა.
ეირიკ კრისტოფერსენის განცხადებით, უკრაინის ომში 30 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამავდროულად, კრისტოფერსენმა თქვა, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს მეტი იარაღი, აიღოს აღჭურვილობა თავისი საწყობებიდან და უფრო მეტი ადამიანის მობილიზება განახორციელოს.
ნორვეგიის არმიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინას ასევე სჭირდება ტანკები შეტევაზე წასასვლელად და ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.