ნორვეგიის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„2008 წლის აგვისტოს რუსული ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.