ნორვეგიის საელჩო - პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სულისკვეთებასა და სიმტკიცეს, ვდგავართ თქვენთან ერთად, გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და იმედით სავსე მომავალს
ნორვეგია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დღეს ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სულისკვეთებასა და სიმტკიცეს. დაე, დამოუკიდებლობის დღემ ყველას შეგვახსენოს თავისუფლებისა და დემოკრატიის მუდმივი ღირებულებები. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და იმედით სავსე მომავალს”, – აღნიშნულია ნორვეგიის საელჩოს განცხადებაში.