ნორვეგიის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, მზად იყოს პალესტინის „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოდ აღიარებისთვის
ნორვეგიის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, მზად იყოს პალესტინის „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოდ აღიარებისთვის.
პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა „სთხოვს მთავრობას, რომ მზად იყოს, აღიაროს პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, როდესაც აღიარებამ შეიძლება, დადებითი გავლენა მოახდინოს სამშვიდობო პროცესზე“. ფორმულირება ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში არავითარი აღიარება მოსალოდენელი არ არის, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ასამბლეა შეშფოთებულია ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო.