ნორვეგიის ეტაპის პირველი რბოლა კუზმინამ მოიგო
ნორვეგიის ეტაპის პირველი რბოლა კუზმინამ მოიგო

ნორვეგიულ ქალაქ ჰოლმენკოლენეში ბიატლონში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი დაიწყო.

პირველი რბოლა, სპრინტი ქალებში 7.5კმ-ზე გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება სლოვაკმა ანასტასია კუზმინამ მოიპოვა, მეორე ადგილზე გერმანელი ფრანცისკა პროისი გავიდა, მესამე – სლოვაკეთის წამომადგენელი პაულინა ფიალკოვა იყო.

სპრინტში გამარჯვებით 34 წლის კუზმინა ამ დისტანციაში პატარა ბროლის გლობუსის მფლობელი გახდა. დღეს ჰოლმენკოლენეში სპრინტი კაცებში 10კმ-ზე გაიმართება.