ნორვეგიელი ვუნდერკინდი საქართველოსთან დებიუტმა გაახარა - წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ ჰალანდს და ოდეგორს გავატანინე #1TVSPORT
ნორვეგიელი ვუნდერკინდი საქართველოსთან დებიუტმა გაახარა - წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ ჰალანდს და ოდეგორს გავატანინე #1TVSPORT

ოსლოში, საქართველოს ნაკრების (2:1) დამარცხებისა და სამი ქულის მოპოვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ნორვეგიელების ვუნდერკინდმა, ანტონიო ნუსამ, რომლის ორი საგოლე გადაცემითაც ერლინგ ჰალანდმა და მარტინ ოდეგორმა გაიტანეს და ნორვეგიას მოაგებინეს.

„ბრიუგეს“ შემტევმა მანამდე იორდანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა, მაგრამ საქართველსოთან წარმატებული ოფიციალური დებიუტით სიხარული არ დამალა.

„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ძალიან მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ. საერთოდ, ადვილია ისეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, როგორებიც ჰალანდი და ოდეგირი არიან. ჩვენ მოედანზე ერთმანეთს იოლად „ვპოულობდით“. მათ გვერდით გამოსვლა სახალისოც იყო და სასიამოვნოც. კიდევ უფრო ის ამბავი მახარებს, რომ პირველივე შეხვედრაში მათ გოლის გატანაში დავეხმარე.

ვცდილობთ, ნორვეგიის ნაკრების თამაში უფრო სანახაობრივი გავხადოთ. დღეს შედეგისა და სანახაობის კარგი ნაზავი მივიღეთ. ეს ჩემთვის კარგი თამაშია, ახლა უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე იორდანიასთან გატანილი გოლის შემდეგ“, – განუცხადა ნუსამ TV 2-ს.