ევრო 2024 | ლუქსემბურგელები დანი მოტასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ - ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრებში თამაშს იმედოვნებს #1TVSPORT
ევრო 2024 | ლუქსემბურგელები დანი მოტასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ - ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრებში თამაშს იმედოვნებს #1TVSPORT

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები, რომელიც 21 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს შეხვდება, „მონცას“ ფორვარდის, დანი მოტას დამატებას ცდილობს – მიმდინარე მოლაპარაკებაზე ინფორმაციას გამოცემა virgule.lu ავრცელებს.

იტალიის სერია A-სმონცას“ თავდამსხმელი მაღალი დონის მოთამაშე რომ არის, „ფროზინონესთან“ გამოჩნდა, სადაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, მანამდე კი „ნაპოლის“ დაცვაც გაამწარა.

„ლუქსემბურგის ეროვნულმა ნაკრებმა მარტში ევრო 2024-ის პლეი ოფის შესარჩევ მატჩში, შესაძლოა, დანი მოტა დაიმატოს. ლუქსემბურგელები შეეცდებიან, ოცნება აისრულონ და ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშონ.

ლუქსემბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს მოტასთან, რომ მოთამაშე ნაკრებს 2024 წელს შეუერთდეს, შეძლებს თუ არა პორტუგალიური წარმომავლობის ლუქსემბურგელი პლეი ოფში თამაშს? რა თქმა უნდა, ასეთი შესაძლებლობა არსებობს. რაც მთავარია, დანი მოტას ძმის თქმით, თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს.

„ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. მოლაპარაკებები გრძელდება. მალე უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი“, – განაცხადა 25 წლის თავდამსხმელის ძმამ, რენატო მოტამ.

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელს ფეხბურთელის მიწვევა დიდი ხანია სურს: „ის შეიძლება გახდეს მოზაიკის ის ნაწილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ჰოლცმა.

თუმცა, მოტა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, ის იმედოვნებს, რომ რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით პორტუგალიის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.

ლუკ ჰოლცმა ინტერვიუში თქვა: „ჩვენ ცოტა ხნის წინ კვლავ დავუკავშირდით დანის და მან თქვა, რომ კვლავ პორტუგალიის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს. მე მას ვუთხარი, ძალიან ეფექტური იქნება ჩვენს სისტემაში და ნაკრებში ვითარების შეცვლას შეძლებს. სამწუხაროდ, ამჟამად ჩვენს ნაკრებში ამ ტიპის ფეხბურთელები არ არიან“.

მიუხედავად იმისა, რომ მოტას არასოდეს უცხოვრია პორტუგალიაში, მან პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაში ამჯობინა, სადაც ის 2021 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ გაიცნეს – მოტა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი გაძლიერება, რომელსაც შეუძლია 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ლუქსემბურგს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმაროს.

2024 წლის 21 მარტს საქართველოს წინააღმდეგ პლეი ოფის ნახევარფინალში „წითელი ლომების“ (ლუქსემბურგის ნაკრების მეტსახელი) კარგი თამაში მნიშვნელოვანი იქნება – თუ ლუქსემბურგი მოიგებს, ფინალში მასპინძელი იქნება და საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება“, – წერს ლუქსემბურგული გამოცემა.