სავარაუდო მეტოქეები | საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
სავარაუდო მეტოქეები | საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა ყაზახეთის წინააღმდეგ ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. თამაში 2024 წლის 21 მარტს ათენში გაიმართება. გამარჯვებული კი საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბერძნული მედიის ცნობით, პოიეტმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაიწყო ყაზახეთის ნაკრების მატჩების, ასევე საბერძნეთის ფარგლებს გარეთ მოთამაშე ფეხბურთელების მონიტორინგი.

ცოტა ხნის წინ პოიეტი ესპანეთს ეწვია, ახლა კი ინგლისში გაემგზავრა, სადაც „ნოტინგემ ფორესტში“ ოდისეი ვლახოდიმოსის („ნოტინგემი“ პრემიერლიგის ბოლო ტურში „ფულჰემთან“ 0:5 დამარცხდა, ვლახოდიმოსმა 90 წუთი ითამაშა), „ვესტ ჰემში“ კი კონსტანტინოს მავროპანოსის თამაშის ყურებას გეგმავს. ინგლისიდან პოიეტი თურქეთში ჩავა, სადაც საბერძნეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს.