ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - გუნდის დატოვებას და „აქტობეში“ გადასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - გუნდის დატოვებას და „აქტობეში“ გადასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT

ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაგომედ ადიევი „აქტობეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ბევრი კითხვა გაჩნდა იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ ვუხელმძღვანელებ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნაკრებიდან წასვლას არ ვაპირებ. ჩემი მთავარი მიზანი და ოცნებაა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო, უახლოეს მომავალში რომელიმე საფეხბურთო კლუბში გადასვლას არ ვაპირებ“, – ადიევმა ეს პოსტი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგომედ ადიევი ​„აქტობეს“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ის ჩეჩენი მწვრთნელია, რომელმაც ყაზახეთის ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოაყალიბა.

ყაზახეთის ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი 17 ქულით დაასრულა, ერთა ლიგის ჯგუფში კი გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებთან ერთად იმ ფინალურ ოთხეულში მოხვდა, რომლის გამარჯვებულიც ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს.