ევროპის ჩემპიონი საბერძნეთის ნაკრებს აფრთხილებს - ყაზახეთის ბარიერი უნდა დავძლიოთ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონი საბერძნეთის ნაკრებს აფრთხილებს - ყაზახეთის ბარიერი უნდა დავძლიოთ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვასილის ცარტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ საბერძნეთის გუნდის შანსები შეაფასა.

ცარტასმა, რომელიც საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა განაცხადა, რომ ნახევარფინალში დაძაბული მატჩის მოლოდინშია და ყველა გააფრთხილა, რომ ყაზახეთის ნაკრების დაუფასებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს. მიზნისკენ თავდაჯერებულად უნდა ვიაროთ, მაგრამ მარტში გვეცოდინება, რა მდგომარეობაში იქნება ჩვენი გუნდი.

ყაზახეთი სერიოზული მეტოქეა და მისი დაუფასებლობა არ შეიძლება. გვაქვს შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვებასაც არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და რთული ბრძოლებისთვის მზად ვართ.

ასევე ხაზი უნდა გავუსვა გულშემატკივართა მხარდაჭერის მნიშვნელობას. მათი ენერგია ჩვენი დამატებითი სტიმული უნდა გახდეს“, – განაცხადა ცარტასმა El Confidencial-თან ინტერვიუში.

საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩი 2024 წლის 21 მარტს ათენში გაიმართება – წყვილის გამარჯვებული 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველო-ლუქსემბურგის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.