ნორვეგიაში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.
შესაბამის ინფორმაციას საგენტო „როიტერი“ ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავებული უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის უკანონოდ გადაცემაშია ეჭვმიტანილი.
უწყება არ ასაჯაროვებს მამაკაცის ვინაობას, ასევე არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნისთვის მუშაობდა ეჭვმიტანილი. ცნობილია, რომ ის ნორვეგიის მოქალაქეა.
მამაკაცს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.