ნორვეგიაში დღეს ნატო-ს სამხედრო წვრთნები იწყება
ნორვეგიაში დღეს ნატო-ს სამხედრო წვრთნები იწყება

ნორვეგიაში დღეს ნატო-ს სამხედრო წვრთნები Trident Juncture 18 იწყება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება.

სწავლება ორ ეტაპად, 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე და 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე გაიმართება. მასში ჩართული იქნება რეკორდული რაოდენობის, 40 ათასამდე ჯარისკაცი, მათ შორის საქართველოდანაც. ასევე 130 თვითმფრინავი, 70 ხომალდი და 10 ათასამდე სამხედრო ტექნიკა.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ევროპაში მზარდი საფრთხეების ფონზე, ეს იქნება ნატო-ს უნარების, ერთიანობისა და სიმტკიცის დემონსტრირება.

სწავლება ძირითადად ნორვეგიის ტერიტორიაზე ჩატარდება. საზღვაო და საჰაერო მანევრირებისთვის კი ჩრდილოეთ ატლანტიკისა და ბალტიის ზღვა და ფინეთისა და შვედეთის საჰაერო სივრცეეები იქნება გამოყენებული.