ნორვეგია რუსული სატვირთო მანქანებისთვის და გემებისთვის საზღვრებსა და პორტებს ჩაკეტავს
ნორვეგია ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უერთდება და რუსულ სატვირთო მანქანებსა და გემებს საზღვრებსა და პორტებს ჩაუკეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციები არ გავრცელდება რუსულ თევზსაჭერ ხომალდებზე, რომლებიც ხშირად თავიანთ ნადავლს ჩრდილოეთ ნორვეგიის პორტებში ტვირთავენ.
სანქციები ასევე არ გავრცელდება ნორვეგიის არქტიკულ არქიპელაგზე, შპიცბერგენზე, რომელზეც უცხოური ქვეყნების წვდომას 1920 წლის შეთანხმებას არეგულირებს.