ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იუნას გარ სტორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნორვეგია პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 28 მაისს აღიარებს.
მისი თქმით, პალესტინას ფუნდამენტური უფლება აქვს, იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამკვიდრება ვერ მოხდება.
პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ასევე გეგმავენ ესპანეთი და ირლანდია.