ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ფარგლებში ანგელა მერკელი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგელა მერკელი ჯერ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, შემდეგ კი ვლადიმირ ზელენსკის, რის შემდეგაც ერთობლივი სამუშაო სესია გაიმართება, რომელშიც ოთხივე ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ნორმანდიული ოთხეულის სამიტი სამი საათი გაგრძელდება.