მოკავშირეთა ძალების ნორმანდიაში გადასხმის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პორტსმუთში გაიმართა
მოკავშირეთა ძალების ნორმანდიაში გადასხმის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პორტსმუთში გაიმართა.
მემორიალურ ღონისძიებას მსოფლიოს ლიდერები დაესწრნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ნორმანდიაში მოკავშირეთა ოპერაციის დაწყების დღე 6 ივნისია, რა დროსაც საზეიმო ღონისძიებები ლა-მანშის სრუტის მეორე ნაპირზე, საფრანგეთშიც გაიმართება.
6 ივნისს ნორმანდიაში ჰიტლერის მოწინააღმდეგე მოკავშირეთა ჯარები ჩავიდნენ. ოპერაციაში 14 ქვეყნიდან 150 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ოპერაციამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მეორე მსოფლიო ომის შედეგზე. სამხედრო ისტორიაში ყველაზე დიდი სახმელეთო ოპერაციის დროს 66 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 18 ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.