ნონა წოწორია - ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა
ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„2003-2012 წლებში ყველაფერი, რაც მოხდა, ვისაც ვინმე უსამართლოდ მოექცა რომელიმე სოფელში, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს ბრალდება. 2012-2023 წლებში ქვეყნის მთლიანად დაქცევა ხელისუფლებისგან არავის პასუხისმგებელობა არ არის.
ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა.
იძინეთ, იძინეთ, ახალგაზრდებო. საკუთარ თავს და ოჯახებს მოჰკითხეთ მერე, რატომ დაგემხოთ თავზე ყველაფერი“, – წერს ნონა წოწორია.