ნონა მამულაშვილი - მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს
ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის და ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი აქციის ძირითადი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
„როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ უკვე უამრავ მდა წერილში, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, შესაბამისად, ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მიეცეს საშუალება, იმკურნალოს შესაბამის კლინიკაში, რომელსაც სამედიცინო დასკვნის შედეგად მისი ექიმები გვირჩევენ. ძალიან მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის, ჩვენ დავიწყოთ საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ აქციებს ექნება პერმანენტული ხასიათი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის და ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის. დღევანდელი აქციის პირველი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. აუცილებელია, გავითვალისწინოთ ასევე ძირითადი მიზანი, ეს არის ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა მამულაშვილმა.