ნონა მამულაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე, ამ ინსტიტუტმა აჩვენა, რომ არის მართული
ცესკო-ს არანაირი დამატებითი დისკრედიტაცია არ სჭირდება. ამ ინსტიტუტმა აჩვენა, რომ არის მართული. არ აქვს მნიშვნელობა, ცესკო-ს თავმჯდომარე იქნება თამარ ჟვანია, თუ ვინმე სხვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხდა.
„ეს ინსტიტუტი იყო „ქართული ოცნების“ მსახური და წელს ვნახავთ, გაბედავენ თუ არა, გადაწერონ ის რეზულტატები, როგორც გააკეთეს შარშან“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
კითხვაზე, წინასწარ, ასეთი განწყობა თუ გაქვთ, არჩევნებში რატომ მონაწილეობთ, მამულაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ყოველთვის აქვს, რადგან ეს ხელისუფლების გადარჩევის ერთადერთი კონსტიტუციური საშუალებაა.
„არჩევნებში მონაწილეობას აზრი ყოველთვის აქვს, რადგან ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური საშუალება, რითაც შეგვიძლია, გადავირჩიოთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.