ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშებამ, რომელიც საერთაშორისო ტურნირის სტატუსის მატარებელი შეჯიბრია.
ღია “ა” ტურნირში ორმოცდათვრამეტი მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის ათი საერთაშორისო დიდოსტატია – ლევან ფანცულაია (საქართველო), ალექსანდერ ფიერი (ბრაზილია), ლუკა პაიჭაძე (საქართველო), დავიდ პარავიანი (რუსეთი), გიგა ყუფარაძე (საქართველო), დავით ბენიძე (საქართველო), კონსტანტინე შანავა (საქართველო), დავით მაღალაშვილი (საქართველო). მიხეილ კეკელიძე (საქართველო), დავით ლომსაძე (საქართველო).
ღია “ბ” -ში რეიტინგით 1800-დან ქვემოთ სამოცდაცხრა მოჭადრაკე თამაშობს.