Nokia Networks-მა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მეგაფონთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა
Nokia Networks-მა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მეგაფონთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა

კომპანია Nokia Networks-მა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსულ მობილურ ოპერატორ „მეგაფონთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Telecompaper.com-ი რუსულ სააგენტო Cnews.ru-ზე დაყრდნობთ წერს. Cnews.ru მასალებს ტექნოლოგიების შესახებ აქვეყნებს.

მედიასაშუალების ცნობით, „მეგაფონი“ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკუთარი ქსელების Huawei-ს აღჭურვილობაზე გადავიდა, ვინაიდან Nokia Networks-მა რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობაზე პოლიტიკური მოსაზრებების გამო უარი თქვა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში „მეგაფონის“ შვილობილი კომპანიები „აკვაფონი“ და „ოსტელეკომი“ ოპერირებენ.