გასულ თვეს საქართველოდან ექსპორტის 4.5% ზიმბაბვეში განხორციელდა.
მონაცემები „პირველმა არხმა“ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკაში მოიძია.
შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, აფრიკულ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობამ 12,44 მილიონი ლარი შეადგინა.
სასაქონლო კოდით ირკვევა, რომ ექსპორტირებულია მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი სასუქები.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სასუქები საქართველოდან ზიმბაბვეში 2014-2015 წლებშიც გაიყიდა.
ბოლო წლებში ფიქსირდება ნატრიუმის ციანიდისა და საფუთავი ტომრებისა და პაკეტების ექსპორტიც.
საქართველოს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, სადაც ნოემბერში პროდუქციის 25,2% გავიდა.