2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 122.1 მილიონი დოლარი (326.3 მლნ ლარი) შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ეს 24.8% პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.
ფულადი გზავნილების 32,1 პროცენტი (39,1 მილიონი დოლარი) რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა იტალია – 12,9 მილიონი დოლარით (10,5%), მესამე პოზიციას კი 12,5 მილიონი დოლარით საბერძნეთი იკავებს (10,2%). 11,6 მილიონი დოლარი საქართველოში აშშ-დან ჩაირიცხა, 11,5 მილიონი კი ისრაელიდან.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.9 მლნ აშშ დოლარი (53.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად გასული წლის ნოემბერში გადარიცხული 17.1 მლნ აშშ დოლარისა (42.3 მლნ ლარი).