ნოელ კურანი - ვულოცავ ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს, ის არის ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებლობაში უზარმაზარი ფიგურა, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს
ვულოცავ ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს, ის არის ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებლობაში უზარმაზარი ფიგურა, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის თავმჯდომარემ, ნოელ კურანმა საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.
ამასთან, ნოელ კურანმა მადლობა გადაუხადა ვასილ მაღლაფერიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრებს.
„გილოცავთ, ეს არის ფანტასტიკური. მე გამიმართლა, რომ მთელ მსოფლიოში ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვეწვიე და მინდა, გითხრათ, ეს არის მსოფლიო კლასის შენობა, სივრცე, არქიტექტურა, ტექნოლოგია, უმაღლესი კლასი და ყველას ვულოცავ, ვულოცავ საქართველოს. საქართველო გახლავთ თანამედროვე, პროგრესული საზოგადოება, რომელიც წინ მიიწევს და ეს შენობა არის ამის სიმბოლო.
ვულოცავ ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს, ის არის ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებლობაში უზარმაზარი ფიგურა, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს. დიდი მადლობა ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს, დიდი მადლობა ყველას საბჭოდან“, – განაცხადა ნოელ კურანმა.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.